რეზონანსი
21.02.2026

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებს. სარიშვილი ამბობს, რომ საკმარისია რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება, რათა ყველა სახელმწიფო დაწესებულებებში შეიჭრან და დაწვან.

„ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ სილას პოლიციელებს, რამდენიმე ათასი და არა - ერთი და ორი. ყველა ერთად, ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლი რომ ჰქვია და უსამართლობის კერა რომ არის, იმის დასაწვავად. ყველა ერთად უნდა შევდიოდეთ ყველა შენობაში იმიტომ, რომ ყველა შენობა ჩვენია. გგონიათ, ამას ძალიან ბევრი ხალხი უნდა? ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა ამას. დანარჩენმა ორასი ათასმა და ნახევარმა მილიონმა დაუკრას ტაში, ჩვენ ხომ უმეტესობა მაინც მაყურებლის როლში ვართ“, - განაცხადა სარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×