რეზონანსი
21.02.2026

ამერიკელი დიპლომატი, იან კელი, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო, სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, გლობალური ტარიფების დაწესებით, გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, რაც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა. იან კელი აკრიტიკებს დონალდ ტრამპს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო და აფრთხილებს, რომ კონსტიტუციის დაცვის ფიცის დარღვევას, შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

„უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გლობალური ტარიფების დაწესებით, თქვენ გადააჭარბეთ თქვენს აღმასრულებელ უფლებამოსილებას. აბა, სცადეთ, „გაგვიმხიარულეთ დღე“, დაარღვიეთ კონსტიტუციის დაცვის ფიცი და ნახავთ, რა მოხდება“, - წერს კელი.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ერთპიროვნულად დააწესა მასშტაბური ტარიფები მთელ მსოფლიოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×