რეზონანსი
21.02.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ დეპარტამენტის თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი ასევე, შეეხო სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, სამართალდამცველებისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხს. გეკა გელაძემ თანამშრომლებს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მათ მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×