
ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მატრაკვეცობა, რომ თავი წარმოაჩინა, თითქოს ის არის ამ პროცესების მონაწილე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, გახარიამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, იყო თუ არა მიუნხენის კონფერენციის მონაწილე.
„სინამდვილეში, როგორც ყოველთვის ხდება-ხოლმე, ჩვეულებრივ მანიპულირებენ ამ თემატიკით. თუ რაიმე სხვა არის, მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას განუმარტოს, აუხსნას, რეალურად სად იღებდა მონაწილეობას, ვის შეხვდა, მართლა იყო ამ პროცესების მონაწილე, თუ უბრალოდ გაიარა მიუნხენში და ჩათვალა, რომ ეს არის მიუნხენის კონფერენციაზე მონაწილეობა, - განაცხადა მახაშვილმა.
გიორგი გახარია, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები დააანონსა და გარკვეული მოლოდინი შექმნა, საეჭვოდ დუმს. მის სოციალურ ქსელში, სადაც ამ დრომდე საკმაოდ აქტიურად დებდა ნებისმიერი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, მიუნხენის კონფერენციიდან არაფერი გამოქვეყნებულა.