
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართვები, სადაც მინიმუმ 8 პირი, საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. "იმედის" მტკიცებით, მათ შორის არიან, ავთანდილ თოფჩიშვილო, რამაზ ჯორბენაძე, სულხან აბრალავა, გიორგი კირვალიძე, გიორგი ქორქია და ევა შანშიაშვილი.
„ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ აღიარებით ჩვენებებში ბრალდებულები პროკურორებს მიმართავენ და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.
"საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას," - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
ამავე თემაზე განცხადება ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ გაავრცელა. მისი თქმით, ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გიორგი კირვალიძე არც ბრალს აღიარებს და არც ვინმეს მიმართავს საპროცესო შეთანხმების თხოვნით.