რეზონანსი
20.02.2026

უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სესხი დაბლოკა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

პარასკევს, ევროკავშირში უნგრეთის ელჩმა წინააღმდეგობა გამოხატა ბლოკის მიერ უკრაინისთვის აღნიშნული თანხის სესხებაზე, რაც ევროკავშირის ბიუჯეტით გარანტირებული ვალის აღებას გულისხმობდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებას მოითხოვს.

სესხი ევროკავშირის ლიდერებმა დეკემბერში შეათანხმეს, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება კიევისთვის, რომელსაც აპრილში ბიუჯეტის დეფიციტი ელოდება.

იმ დროს უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი უკრაინის დახმარებას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდნენ, რომ ისინი არ იქნებოდნენ პასუხისმგებელნი სესხის პროცენტის ხარჯებსა თუ მის დაფარვაზე, რასაც ევროკავშირის დანარჩენი 24 ქვეყანა უზრუნველყოფდა.

თუმცა, კვლავ საჭიროა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რათა ევროკომისიას მიეცეს უფლება, გამოიყენოს ევროკავშირის ბიუჯეტის ე.წ. „თავისუფალი რესურსი“ უკრაინისთვის თანხის სესხებისა და კრედიტის გასაცემად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×