რეზონანსი
20.02.2026

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პედაგოგმა 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

„ინფო იმერეთს“ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები უყვებიან, რომ მასწავლებელმა მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება სკოლაში ჩაიდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×