
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ორბანმა ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამჟამად დაძაბულია, რადგან, მისი განმარტებით, უკრაინელები მიიჩნევენ, რომ ყველა, ვინც მათ არ უჭერს მხარს, მათი მტერია.
„ომის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ნორმალურ, მშვიდობიან, დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებზე დაბრუნება. ასე რომ, უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების გასაღები მშვიდობაა. მშვიდობა თუ იქნება, მაშინ უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება, მაგრამ ვიდრე ომი გაგრძელდება, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსს ვერ ვხედავთ. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ და უკრაინას სურს ყველას ომში ჩათრევა“, - განაცხადა ორბანმა.