
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ "როცა არის დანაშაული ჩადენილი, მას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება"
"აქაც კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკაა და მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაში. თქვენ გახსოვთ ელისო კილაძის უმარავი განცხადება პოლიტიკურ თემებზე. არ მინდა უფრო ღრმად შევიდე. როცა არის დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - განაცხადა "ოცნების" ლიდერმა.
კობახიძემ ასევე უპასუხა ელისო კილაძის ბრალდებას, რომელიც მამუკა მდინარაძის ბიტკოინებს უკავშირდება:
"ნუ აბსურდია ეს. მან უკვე მეორედ გააკეთა ეს განცხადება. პირველად გააკეთა ერთი წლის წინ, რამდე რომ ჰქონოდა გამოაქვეყნებდა. ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური. პრაქტიკული კუთხითაც იყო აბსურდული მისი ეს განცხადებაც. მგონი სერიოზულ კომენტარს ასეთი კომენტარები არ იმსახურებს", - განაცხადა კობახიძემ.