რეზონანსი
19.02.2026

ირაკლი კობახიძე გიორგი ბაჩიაშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს.  პრემიერი ამბობს, რომ დაკავებულმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და აანაზრაურა ზარალი. 

"ზოგადად იცით, რომ როდესაც ხდებოდა კონკრეტული ტიპის დანაშაულის ჩადენა, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობა ამ საქმეების პოლიტიზებას და ასეთი უამრავი საქმე გვახოვს. ეს ამ მაგალითზეც დაადასტურა იმ მოვლენებმა რაც განვითარდა.

გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზრაურა ზიანი და დანარაჩენი უკვე სამართალდაცავი ორგანოების საქმეა. შესაბამისად დადასტურდა, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი ადგილი და ამითაც აჩვენა საკუთარი სახე ოპოზიციამ", - განაცხადა კობახიძემ. 

"თანაინვესტორების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გუშინ გაათავისუფლეს. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×