რეზონანსი
18.02.2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი წარადგინა. ცვლილების თანახმად, შესაბამისი სუბიექტებისთვის ვალდებულებები ჩნდება, რათა მათ ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ. ცვლილებები ადაპტირებისთვის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მომზადებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება დაწესებულებები - ადმინისტრაციული ორგანოები და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი, რომლებიც ვალდებულები იქნებიან ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები ხელმისაწვდომი გახადონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით - 84 მომხრე, 7 წინააღმდეგი მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×