რეზონანსი
18.02.2026

ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ენას იყენებს, ყულევი არის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალი, რომელიც არის აზერბაიჯანის, „სოკარის“ საკუთრება, აზერბაიჯანი ევროპის ერთ-ერთი მომმარაგებელია გაზითაც და ნავთობითაც. ამიტომ, ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, რასთან აქვს საქმე, აზერბაიჯანულ ტერმინალს აყადაღებს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილიმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი გამოკითხვაზე დაიბარა, ეს არის საგამოძიებო მოქმედება.

„თუ ამით უნდა ევროკავშირს, რომ შუა დერეფანის მაღალი ავტორიტეტი შელახოს? კითხვა ევროკავშირისკენ არის. რაც შეეხება იმას, უნდა მოამარაგოს თუ არა საქართველო უნდა იყოს თუ არა აზიისა და ევროპის ენერგეტიკული დამაკავშირებელი? თუ ვინმეს ამის მიმართულებით ძალისხმევა გაუწევია, პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული თუ ინსტიტუციური მოწყობის კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელისუფლებაა. ამიტომ, ეს შანტაჟის საქართველოს მხარეზე გადმოტანა არარელევანტურია. ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი გამოკითხვაზე დაიბარა, ეს არის საგამოძიებო მოქმედება. მათ მოგვახსენეს, საკითხი რას ეხებოდა. ეხებოდა – გარკვეულ ენერგეტიკულ შეთანხმებას და საჭიროებაა იმის გარკვევა, ეს შეთანხმება იყო თუ არა კანონიერი და ა.შ. საქმის დეტალებს არ ვიცნობ, ამიტომ, მეტს ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×