რეზონანსი
18.02.2026

პროკურატურამ „ქოლცენტრების“ მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ელისო კილაძე. ამავე ბრალდებით სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა საქმეზე ციხეში მყოფ გიორგი მიქაძეს.

გიორგი მიქაძის ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის განცხადებით, არავითარი დაჯგუფება არ არსებობს და დაჯგუფების სახელწოდებით მისი დაცვის ქვეშ მყოფების მოხსენიებას თვეებია ნებისმიერ კონტექსტში აპროტესტებს.

„ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან სისხლის სამართლის მასალების ერთ ფურცელსაც კი არ ვიცნობ ჯერჯერობით. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ - ნებისმიერ პირებთან, დაჯგუფების სახელწოდებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მოხსენიებას აგერ უკვე თვეებია ვაპროტესტებთ ნებისმიერ კონტექსტში. არავითარი დაჯგუფება არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი მიქაძის ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×