რეზონანსი
18.02.2026

ელისო კილაძის დაკავებას ადვოკატი ზურაბ თოდუა პროკურატურაში მის მიერ წარდგენილ აუდიოჩანაწერს უკავშირებს. თოდუას თქმით, მასალა შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტის შესაძლო კავშირებზე ე.წ. ქოლცენტრებისა და ფულის გათეთრების საქმესთან.

მისი განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ ჩანაწერი ავთენტურია და მასზე მონტაჟის კვალი არ იკვეთება. 

"იმ ჩანაწერში, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ და პროკურატურას დავუდეთ, აშკარად არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელისო კილაძე, გივი ჯიბლაძესთან ერთად, ძალიან დაახლოებულია ქოლცენტრების მამამთავრებთან საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. 

მთავარი მისი ჩიტი, რომელიც დაკავებულია, ეს იყო ლილუაშვილი დიდი ალბათობით და ფარცხალაძე, ერთად იყვნენ ამ ჯგუფში. ჩემს ხელთ არსებული ვარაუდების დონეზე გეუბნებით, მაგრამ დიდი ალბათობით ეს არის ის ჩიტი, რომლის მეშვეობითაც მას ყველანაირ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.

ასევე ქალბატონმა ელისომ გამივრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს დამონტაჟებული ეს ჩანაწერი, თითქოს ყალბია და ა.შ. გუშინ დილის 11-ის ნახევარზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გადმომცცა დასკვნა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, არ არის მასზე მონტაჟის კვალი და ა.შ. 

მივუტანე გუშინ გენერალურ პროკურატურას, ახლა მაინც გააკეთეთ რეაგირება მეთქი და სავარაუდოდ, ამის საფუძველზე არის ეს რეაგირება გაკეთებული", - განაცხადა ზურა თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაახლოებით დილის 9 საათზე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×