რეზონანსი
18.02.2026

ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც საკანონმდებლო ორგანო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ურთიერთშეთანხმებით მუშაობს ამ გამოწვევის სწორად სამართავად.

"მოგეხსენებათ უკანონო მიგრაცია, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

როგორც საკანონმდებლო ორგანო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ურთიერთშეთანხმებით მუშაობს ამ გამოწვევის სწორად სამართავად, სწორად სამართავად, იმიტომ რომ, მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებიც სრულად კანონიერად ჩვენს მზარდ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან.

სამწუხაროდ, არაერთხელ მოგვისმენია, მიზანმიმართული დეზინფორმაცია ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მხრიდან ამ საკითხის ირგვლივ. გაგახსენებთ, თუნდაც ერთ-ერთ ასეთ დესტრუქციულ კამპანიას, რომელიც ეხებოდა "იგლ ჰილსის" ისტორიულ პროექტს და ლოზუნგს ქვეყნის არაბიზაცია, რასთან დაკავშირებითაც კარგად გვახსოვს, ასევე ინტერპელაციის ფორმატში ისაუბრა ბატონმა პრემიერმა და ფაქტებით დაუსვა წერტილი ამ სპეკულაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს სწორ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ამ მიზნით, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ინტერპელაციის წესით მიმართა პრემიერ-მინისტრს, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული შეკითხვებით, რათა საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და არ მოხდეს პოლიტიკური სპეკულაციების გზით დეზინფორმაციის გავრცელება", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×