
მიგრაცია გახლავთ ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ძალიან ბევრი ტყუილი გვესმის რადიკალებისგან. პრემიერი, რომელიც ინტერპელაციის წესით არის დაბარებული პარლამენტში, ქვეყანას, საქართველოს პარლამენტს გასცემს პასუხებს იმ საკითხებზე, რომლებიც მიგრაციულ პროცესებს ეხება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ხვალისთვის დაგეგმილ ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მიგრაციის საკითხზე სპეკულაციებს კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი.
„კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი იმ სპეკულაციებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ვისმენთ. იცით ე.წ. არაბიზაციის საკითხები, იყო ასევე [სპეკულაცია], რომ თითქოს, რუსებით გაივსო საქართველო და რუსეთიდან შემოსული მიგრაციული ნაკადები წალეკავდა ჩვენს ქვეყანას, რამდენი ტყუილი გვაქვს მოსმენილი", - განაცხადა დეპუტატმა.
მიგრაციის თემაზე დეპუტატების შეკითხვებს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ უპასუხებს.