რეზონანსი
17.02.2026

ირანმა და აშშ-მა სამშაბათს, ჟენევაში გამართულ ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„პროგრესი არ ნიშნავს, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, თუმცა პროცესი დაწყებულია“, - განუცხადა მან ირანულ მედიას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანი დროებით ჩაკეტავს ჰორმუზის სრუტის ნაწილს - გლობალური ნავთობმიწოდების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტს. ეს ხდება აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, მაშინ როდესაც ვაშინგტონმა ყურის რეგიონში სამხედრო ძალები გაგზავნა თეირანზე ზეწოლის მოსახდენად და დათმობების მისაღწევად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანში „რეჟიმის შეცვლა“ შესაძლოა საუკეთესო რამ იყოს, რაც კი შეიძლება მოხდეს. ამავდროულად, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სამშაბათს აღნიშნა, რომ აშშ-ის ნებისმიერი მცდელობა მისი მთავრობის დამხობისა, მარცხით დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×