რეზონანსი
17.02.2026

ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით, - წერს პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობა უნდა იყოს არა თვითმიზანი, არამედ, ქვეყნის კეთილდღეობის და გაერთიანების მიღწევის საშუალება, შესაბამისად, არგუმენტირებული დისკუსიაც ამ თემაზე უნდა გაიმართოს.

"ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით.

ევროკავშირში წევრობა არ არის თვითმიზანი. ის უნდა იყოს ორი მთავარი მიზნის - კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების - მიღწევის საშუალება.

არგუმენტირებული დისკუსიის მთავარი თემაც ეს უნდა იყოს - ევროკავშირის წევრობა ამ ორი მიზნის მიღწევას ხელს უწყობს? თუ არა, რატომ და სხვა რა გამოსავალი არსებობს? თუ კი, მაშინ რა ფორმით, რა ტემპით, როდის და როგორ შეიძლება წევრობის გზის გავლა ნაკლები დანაკარგით და მაქსიმალურად მეტი სარგებლით?" - წერს მახაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×