რეზონანსი
16.02.2026

დღეს "რუსთავი-2 -ზე" დებატების დღეა. ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი - დისკუსიის სტუმრები იქნებიან ირაკლი კირცხალია, ვატო შაქარიშვილი, გოგა ხაინდრავა, ნოდარ კაპანაძე, გურამ მაჭარაშვილი, ჰერმან საბო, ნიკა ობოლაძე და ცოტნე კობერიძე. "დებატები" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად, "რუსთავი 2-ის" ეთერში, 22:00 საათზე დაიწყება.

დებატების დაწყებამდე მის პოზიციაზე ისაუბრა პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელმა მდივანმა. ვატო შაქარიშვილის განცხადებით, მას კითხვები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით აქვს.

"მისასალმებელია, რომ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნდა დებატები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დებატები იმართება ისეთ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის ევროინტეგრაცია. სამწუხაროდ, ამ თემაზე არავითარი საგნობრივი მსჯელობა არასდროს გამართულა საქართველოში.

გვექნება კითხვები ხელისუფლებასთან, არის თუ არა მზად, აიღოს პასუხისმგებლობა იმ საფრთხეებზე და რისკებზე, რასაც მოიცავს და მოაქვს ამ ევროინტეგრაციის, ევროილუზიაში ყოფნას", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×