რეზონანსი
15.02.2026

მინდა, ვიქტორს მადლობაც კი გადავუხადო, ყველამ იცით, ვის ვგულისხმობ, რადგან ის თავად გვიბიძგებს, რომ უკეთესები ვიყოთ, უკეთესები, რათა არასდროს გავხდეთ მისნაირები, ვიღაც, ვისაც, როგორც ჩანს, დაავიწყდა სიტყვა „სირცხვილი", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევალდ ფონ კლაისტის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

დაჯილდოების ცერემონიაზე პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს მადლიერების სიტყვებით მიმართა უკრაინის მხარდაჭერისთვის.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ, 14 თებერვალსაც გააკრიტიკა.

„მხოლოდ ვიქტორს შეუძლია, იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა იმაზე, თუ როგორ გააფართოოს თავისი არმია, რათა შეაჩეროს რუსული ტანკები, რომლებიც შეიძლება, ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნდნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს მალევე უპასუხა ვიქტორ ორბანმა. მისი თქმით, ზელენსკის განცხადების შემდეგ უნგრელები რეალობას ახლა უფრო უკეთ ხედავენ და უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×