რეზონანსი
15.02.2026

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი , რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ყურადღება ევროპის ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრაზე უნდა გამახვილდეს.

„ამიტომ შევთავაზე წევრ სახელმწიფოებს რუსეთის მიმართ ჩვენი მოთხოვნების კონკრეტული მანდატი. ამიტომ, ვინც არ უნდა მივიდეს ამ მაგიდასთან, ინდივიდუალურად თუ ორმხრივად, მან რუსებისგან ეს ყველაფერი უნდა მოითხოვოს. ესტონურ ენაში გვაქვს გამონათქვამი, რომ თუ ბევრს ითხოვ, ცოტას იღებ; თუ ცოტას ითხოვ, არაფერს იღებ და თუ არაფერს ითხოვ, დამატებით იხდი“, - აღნიშნა კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ის რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

„ეს უკრაინაში იწყება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი დონბასი არ არის“, - აღნიშნა კალასმა, თუმცა დასძინა, რომ რუსეთი სუპერსახელმწიფო არ არის.

„ათწლეულზე მეტ ხნიანი კონფლიქტის შემდეგ, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის 4 წლის შემდეგ, რუსეთი ძლივს გასცდა 2014 წლის საზღვრებს და რა დაუჯდა? მსხვერპლი 1.2 მილიონის ოდენობით. დღეს რუსეთი გატეხილია, მისი ეკონომიკა დაქუცმაცებულია. ის გათიშულია ევროპის ენერგეტიკული ბაზრებისგან და მისივე მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. სინამდვილეში, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც რუსეთი ამჟამად წარმოადგენს, არის ის, რომ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მეტს აღწევს, ვიდრე ბრძოლის ველზე მიაღწია“, - აღნიშნა კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×