
ბათუმში ავარიული შენობის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. შანიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსი რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა, თუმცა ალტერნატიული ფართის არარსებობის გამო ოჯახების ნაწილი ამ დრომდე სიცოცხლისთვის სახიფათო შენობაში რჩებიან.
ხალხი ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებას და ხელისუფლების დროულ რეაგირებას ითხოვს.
ყველა არჩევნების დროს მოდიოდნენ ხმის მიცემის თხოვნით, ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ უნდა დაგვხმარებოდნენ, გვერდში დაგვდგომოდნენ, თუნდაც ამხანაგობით თუნდაც რაღაცით, რომ ეს პრობლემა გადაგვეჭრა. კანალიზაციის მილები გაფუჭებული იყო და ყველაფერი ჩაედინებოდა სარდაფში. მართალია, სუფთა წყალმა შეიძლება არ დააზიანოს, მაგრამ ეს ყველაფერი აფუჭებს ფუნდამენტს. ყოველთვის გვპირდებოდნენ, რომ მოვალთ, გავაკეთებთ, დაგეხმარებით. დღემდე არ არის ეს პრობლემა მოგვარებული, - ამბობს ადგილობრივი.