რეზონანსი
14.02.2026

მე ვიზიარებ თქვენს არგუმენტს, რომ ქვეყანას მწირი რესურსი აქვს, - ასე მიმართა Erasmus+-ის ეროვნული ოფისის ყოფილმა დირექტორმა ლიკა ღლონტმა „იმედის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სადაც განათლების რეფორმაზე დებატები იმართება.

თუმცა, მისივე თქმით, ის პოტენციალი, რომელიც აქვს თბილისში არსებულ უნივერსიტეტებს, არ უნდა შეეწიროს ამ პრინციპს და ხელოვნურად არ უნდა მოხდეს ამის გადანაწილება.

„მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ქალაქში უნდა იყოს ერთი ფაკულტეტი, ამას არ უნდა შევწიროთ კარგი უნივერსიტეტები. ჩვენ ვნახეთ ეს, როდესაც მცდელობა იყო თსუ-ს და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტების სრულიად გაუგებარი გაერთიანებისა, ახლა ამ პრინციპს ეწირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - აღნიშნა ლიკა ღლონტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×