რეზონანსი
14.02.2026

დააკავეს 3 არასრულწლოვანი, რომლებმაც მარკეტიდან პროდუქცია და თანხა მოიპარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი, 2010 წელს დაბადებული ლ.ს,  2008 წელს დაბადებული მ.ხ. და 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე „ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილი ერთ-ერთი ფილიალიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია, ასევე, თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი თბილისში მდებარე ,,ორი ნაბიჯის“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 800 ლარამდე თანხას.

დაკავებულთაგან ერთი-ერთი არასრულწლოვანი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული სამართალდამცველების მიერ მხილებული იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.

არასრულწლოვნების საქმეთა  მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის  მეორე და მესამე ნაწილებით, ასევე, 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×