
ისლამური რევოლუცის წლისთავი პარიზსა და ჰააგაში, მისალოცი გზავნილები გაეროსა და საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფოსგან - ამ ფონზე კი თბილისის ანძის განათება სპეკულაციის საბაბი გახდა.
აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
„რაც შეეხება აჟიოტაჟი, რაც რადიკალებმა ირანთან დაკავშირებით ატეხეს, ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, ასამდე ქვეყანაა, ვინც მიულოცა ირანს ეს დღე. ეს არის ჩვეულებრივად პროტოკოლური ნაწილი და რა თქმა უნდა, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, თეირანსა და ირანის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური მსვლელობები მოეწყო.