რეზონანსი
13.02.2026

უნგრეთის დიდად პატივსაცემი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ის დაუღალავად იბრძვის თავისი დიადი ქვეყნისა და ხალხისთვის და უყვარს ისინი ისევე, როგორც მე - ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშესაწყობად, უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! ჩემი ადმინისტრაციის პირობებში, უნგრეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობისა და შთამბეჭდავი მიღწევების ახალ მწვერვალებს მიაღწია, რაც დიდწილად პრემიერ-მინისტრ ორბანის დამსახურებაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ კიდევ უფრო წინ წაიწიოს წარმატებისა და თანამშრომლობის ამ უზარმაზარ გზაზე. მე ამაყი ვიყავი, როდესაც 2022 წელს მხარი დავუჭირე ორბანის ხელახალ არჩევას და ჩემთვის პატივია, რომ ამას კვლავ ვაკეთებ. ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია; მას აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა ასარჩევად - ის არასოდეს გაუცრუებს იმედს უნგრეთის დიად ხალხს!“ - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×