
სტუდენტებს ინტელექტუალური რესურსის მობილიზება სჭირდებათ კონკრეტულ სპეციალობებზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთავაზებული რეფორმა არის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
„უხეში გამოთქმაა „ნაცების ბუდე“, რაც არასწორია. თუმცა ადამიანები, ვინც იქ ახალგაზრდებს ასწავლიან, რასაკვირველია, არიან კონკრეტულ პლატფორმაზე მყოფი ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა. მათ კონკრეტული მიზანი აქვთ. ეს ყველაფერი, წლებია, გრძელდება. მთავარი ამოცანაა ის, რომ ფაკულტეტების რაციონალიზაცია მოხდეს. ის, რომ ერთ შენობაში 30-მდე სხვადასხვა სპეციალობა ისწავლება, განათლების ექსპერტების მიერ პოზიტიურად შეფასებული არ არის. დედამიწისმცოდნეობა, კიდევ სხვა ფაკულტეტები ქვედარგებს ითვალისწინებს და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხარისხი იკარგება, როცა საგნების ფართო სპექტრია. სტუდენტებს ინტელექტუალური რესურსის მობილიზება სჭირდებათ კონკრეტულ სპეციალობებზე. სწავლა უფასო იქნება და შეთავაზებული რეფორმა არის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.