რეზონანსი
13.02.2026

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ისაუბრა კომისიის სამომავლო მიზნებზე.

ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიზანი სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეფექტურობის გაზრდაა, რაც კარგად აისახება როგორც მომხმარებელზე, ისე ბიზნესზე.

"ჩვენ ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი ეტაპი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი - შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური, რაც მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ, ერთი მხრივ, ბაზრის კონკურენცია და კაპიტალიზაცია გაიზრდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ერთეულის ფასები შემცირდება და ეს მომხმარებლისთვისაც კარგია და ბიზნესისთვისაც, რადგან უფრო კონკურენტულ ფასში გაიყიდება უფრო მეტი პროდუქცია,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×