რეზონანსი
13.02.2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ჯ. ხ. (მის: გამსახურდიას ქ. N116, აბაშა), შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თვითნებურად, სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნების უგულებელყოფით კლავდა ცხოველს; ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა, ფიზიკური პირი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს ფიზიკური პირი ნ. თ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე (მის: დიდგორის მე-3 შეს #17, სამტრედია). ობიექტი საქმიანობდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×