რეზონანსი
13.02.2026

2026 წლის იანვარში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა იანვარში 34.5%-ით შემცირდა და 1,117.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, გასულ წელთან შედარებით, 664 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა სავაჭრო დეფიციტი და 636.6 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა, წინა წლის ერთჯერადი იმპორტის ეფექტის გამორიცხვით კი სავაჭრო დეფიციტი გაუმჯობესებულია 149 მლნ. აშშ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა - გასულ წელს ექსპორტი 11.2 პროცენტით გაიზარდა და 7.3 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 10.3 პროცენტით გაიზარდა და 25.9 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×