რეზონანსი
13.02.2026

რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, დავფიქრდებოდი, რასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს განათლების რეფორმის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს.

„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დავფიქრდებოდი რასთან გვაქვს საქმე, თუ იქ ვინმე არის გულწრფელი. თუ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები არიან, გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე. რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს. რა არის ამაში ახალი?! ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა კონცეფცია, რომელზეც სამთავრობო კომისია მუშაობდა, რომელშიც 7 გამოწვევა დასახელდა უმაღლესი განათლების წინაშე. არ არსებობს არცერთი ადამიანი, არცერთ უნივერსიტეტსა და სასწავლებელში, საექსპერტო წრეში, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რომ არ არსებობს ეს 7 პრობლემა, მათ შორის არის განათლების ხარისხი, ინსტიტუციური მოწყობა და ა.შ. ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს, ეს უნდა გავაცნობიეროთ. არის მცდელობა, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, ყველაფერი კარგადაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×