რეზონანსი
13.02.2026

ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება და ეს განახლება თავის მხრივ შეამცირებს გაფრქვევებს და მეორეს მხრივ აღარ დაემატება იმდენი - 25-30%-ზე მეტი ავტომობილი ყოველწლიურად, რაც საბოლოო ჯამში ერთიან ჭრილში გარკვეულ გაუმჯობესებას მოგვცემს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის დილაში“ ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე საუბრისას.

მისი თქმით, ახალ რეგულაციებს რამდენიმე მიმართულებით ექნება შედეგი.

„საბოლოო ჯამში ეს არის მიზანი, რომ ერთის მხრივ, საცხოვრებელი გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მინიმუმ, გადაადგილება შევძლოთ, რადგან თუ მუდმივად დავამატებთ სატრანსპორტო საშუალებებს, ერთ მშვენიერ დღეს დიდ ქალაქებში გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. ეს პრობლემა არა მხოლოდ თბილისში, არამედ რიგ ქალაქებში გვაქვს. და მეორეს მხრივ ჰაერის დაბინძურების საკითხი მოსაგვარებელია. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე იმიტომ, რომ ისინი ნაკლებს აფრქვევს”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ახალ რეგულაციებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×