რეზონანსი
13.02.2026

კომპანიის რეორგანიზება მოხდა იმისათვის, რომ ბევრად ეფექტური ყოფილიყო, მათ შორის ამ საკითხის გადაწყვეტისთვის ბევრი თანხა ჩავდეთ და შედეგად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღეთ, - განაცხადა Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ საქართველოში.

„როდესაც ჩამოვედით, მოვახდინეთ ინვესტირება და დავიწყეთ ოპერირება, აღმოვაჩინეთ, რომ ქსელზე [წყლის] ბევრი შეწყვეტა იყო და ეს იყო ძალიან კრიტიკული თემა. მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეუმჯობესებინა ვითარება რაც შეიძლება მოკლე დროში. რამდენიმე წლის შემდგომ, ამჟამად კომპანიის რეორგანიზება მოხდა იმისათვის, რომ ბევრად ეფექტური ყოფილიყო. მათ შორის ამ საკითხის გადაწყვეტისთვის ბევრი თანხა ჩავდეთ და შედეგად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღეთ“, - აღნიშნა ხოსე ენრიკე ბოფილიმ.

გენერალურმა დირექტორმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება, ეს თვალსაჩინოა და ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ წლების მანძილზე, რომელსაც განვაგრძობთ, რათა განახლდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ჯერ კიდევ ისეთ მდგომარეობაშია, რომ საჭიროებს გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ხოსე ენრიკე ბოფილიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×