რეზონანსი
12.02.2026

დღეს ცნობილი გახდა, რომ 7-10 თებერვალს, როდესაც ვაშინგტონში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა - მან მთავარი შეხვედრა ამერიკის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების შეფთან, ტულსი გაბარდისთან გამართა. ამას ადასტურებს "რეზონანსისათვის" მოწოდებული ინფორმაცია ორი დამოუკიდებელი წყაროდან.

დღეს, იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბესო შენგელიამ. მისი თქმით, გაბარდს მამუკა მდინარაძესთან დაძაბული და რთული საუბარი ჰქონდა.

რაც შეეხება ჩვენ ინფორმაციას, ფაქტობრივად მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდინარაძე ნამდვილად შეხვდა დაზვერვის უფროსს, თუმცა არ ვფლობთ არანაირ ფაქტს, იყო ეს საუბარი დაძაბული და მძიმე, თუ პირიქით - მეგობრული და პარტნიორული.

ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ - მდინარაძის ვაშინგტონში ვიზიტი ემთხვევა დროში პრეზიდენტ ყაველაშვილისა და საგარეო მინისტრ ბოჭორიშვილის შეხვედრებს ჯეი დი ვენსთან და მარკო რუბიოსთან. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართულ/ამერიკულ ურთიერთობებში შესაძლოა გარკვეული დათბობის ნიშნები შეიმჩნეოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×