რეზონანსი
12.02.2026

 მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დაც­ვა­ზე უარი თქვეს ად­ვო­კა­ტებ­მა თეონა გვა­ზა­ვამ და ირმა ჭკა­დუ­ამ. ამის შე­სა­ხებ ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"თქვე­ნი შიში და სი­ჩუ­მე, მო­ძა­ლა­დეს აძ­ლი­ე­რებს! მო­ძა­ლა­დე ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დაც­ვა­ზე, უარი თქვეს ად­ვო­კა­ტებ­მა, ირმა ჭკა­დუ­ამ და თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ! ეს არის ღირ­სე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ღირ­სე­უ­ლი სვლა! გიგა ავა­ლი­ან­მა და­ბა­დე­ბის წა­მი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის წა­მამ­დე, ყო­ვე­ლი წამი იცხოვ­რა უხინ­ჯოდ! სწო­რედ გი­გას გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბაა ჩემ­თვის ფა­რიც და მახ­ვი­ლიც!

ამ ბრძო­ლა­ში, მე არ შევ­სულ­ვარ მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხმით და აწე­უ­ლი თი­თით! მე ამ ბრძო­ლა­ში ვარ ჩემი სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მით! ზურგს მი­მაგ­რებს უში­შა­რი ძმე­ბი, ჭკვი­ა­ნი ად­ვო­კა­ტე­ბი და წრფე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა! (მინ­და იც­ნობ­დეთ ჩემს ად­ვო­კა­ტებს ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, თა­მარ ავა­ლი­ა­ნი, და­რე­ჯან სუ­ლაშ­ვი­ლი.) ვხვდე­ბი, ხვდე­ბით, რომ არ გავ­ჩერ­დე­ბი მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა (გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, ასა­კი­სა თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა) თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლად არ და­ის­ჯე­ბა!

ბრა­ზი მახ­რჩობს, რო­გორ ით­მენ­და დიდი დი­ღო­მი ამ სი­სას­ტი­კეს! მათ­მა სი­ჩუ­მემ მოკ­ლა ჩემი შვი­ლი! შენი სი­ჩუ­მე მოკ­ლავს სხვას, ილა­პა­რა­კე! შემ­ზა­რავ ვი­დეო კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რამ­ხე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი! მათი მშობ­ლე­ბის­თვის კი, ეს უბ­რა­ლოდ, "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ჩხუ­ბი!"-ა!!! მათი მშობ­ლე­ბიც არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ­ნი!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

ჩვენ ვცა­დეთ ად­ვო­კა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა. თე­ო­ნა გვა­ზა­ვას შემ­თხვე­ვა­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­და. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ის საქ­მეს ჩა­ეხ­სნა ძა­ლა­დო­ბის ეპი­ზო­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვე­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე. ირმა ჭკა­დუ­ამ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა, თუმ­ცა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ისიც უკვე ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დაც­ვას.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი რი­კა­ძის, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი­სა და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

საქ­მე, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხვა ეპი­ზოდს შე­ე­ხე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი რი­კა­ძე, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და სხვა პი­რე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თა­ვად, თით­ქოს­და გო­გო­ნე­ბის სა­ხე­ლით წერ­დნენ შერ­ჩე­ულ მსხვერ­პლს და ახ­დენ­დნენ მათ გა­რეთ გა­მო­ტყუ­ე­ბას, ითან­ხმებ­დნენ მათ წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ დრო­სა და ად­გი­ლას შეხ­ვედ­რა­ზე, უსაფ­რდე­ბოდ­ნენ და მათ­ზე ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ, რაც მსხვერ­პლის უმო­წყა­ლო ცე­მა­სა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და.

ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×