რეზონანსი
12.02.2026

 პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას უპასუხა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ "იგლ ჰილსის" პროექტში, უძრავი ქონების ფასი ათჯერ ნაკლებია, ვიდრე ამას ოპონენტები ამბობდნენ.

მთავრობის მეთაურმა, მეგა პროექტის მოწინააღმდეგეების მხრიდან დაანონსებულ არაბიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციას გეგმა ამ შემთხვევაშიც ჩაუვარდა. წინასწარი გაყიდვებიდან გამომდინარე, 257 უძრავი ქონებიდან, საქართველოს მოქალაქეებმა 147 ბინა შეიძინეს.

როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მომხმარებლების მხრიდან, პროექტის მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე საუბრობს " იგლ ჰილსი საქართველოს" გენერალური მენეჯერი. თორნიკე ზირაქიშვილი ამბობს, რომ ბაზარზე გატანილი ობიეტების რეალიზება 24 სააათში მოხდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიუხედავად, პოზიციას არ იცვლიან ხელისუფლების ოპონენტები. "იგლ ჰილსის" პროექტის გამჭვირვალეობის პრობლემაზე საუბრობდა ნაციონალური მოძრაობა. " მეგაპროექტს აკრიტიკებდა "ალტ ინფო" და "პატრიოტთა ალიანსი". კრიტიკოსთა რიგებში მალევე გამოჩნდა "ლელოც".

პარტიაში დღესაც აქცენტს, ისევ მაღალ ფასებზე აკეთებდნენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მეგაპროექტი გახორციელდება და ქვეყანაში ჩადებული უპრეცედენტო ინვესტიცია, 100 მილიარდიანი ეკონომიკის მქონე საქართველოს, 11 მილიარდს შემატებს. პროექტის დასრულების შედეგად კი ქვეყანა, თბილისსა და გონიოში - ევროპული ტიპის ორ თანამედროვე ქართულ დასახლებას მიიღებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცას წარმატებული პროექტი არ აწყობს და ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს.

6 ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 24 000 სამუშაო ადგილი და მუდმივად დასაქმებული 8 000 ადამიანი - თბილისსა და გონიოში, "იგლ ჰილსის" პროექტის დასრულების შემდეგ, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, 33-პროცენტიანი წილის მფლობელი საქართველო იქნება. ქვეყნის ბიუჯეტი კი ყოველწლიურად 700 მილიონი ლარით შეივსება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×