რეზონანსი
12.02.2026

 ტომ ჰომანმა, რომელიც თეთრი სახლის საიმიგრაციო კამპანიას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მინესოტის შტატში ოპერაცია Metro Surge-ის დასრულებაზე შეთანხმდა.

ოპერაციის ფარგლებში შტატში, განსაკუთრებით კი მის უდიდეს ქალაქ მინეაპოლისში, საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) 3 000 შეიარაღებული აგენტი იყო გაგზავნილი.

„აქ გაწეული ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მინესოტა კრიმინალებისთვის ახლა ნაკლებად წარმოადგენს თავშესაფარ შტატს", - განაცხადა ჰომანმა პრესკონფერენციაზე.

„მე გამოვედი ინიციატივით, პრეზიდენტი ტრამპი კი დამეთანხმა, რომ ეს გაძლიერებული ოპერაცია დასრულდეს", - აღნიშნა მან.

გასულ კვირას ჰომანმა თავდაპირველად განაცხადა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის 700-ზე მეტი აგენტი დატოვებდა შტატს მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოფიციალური პირები დათანხმდნენ დაკავებული მიგრანტების გადაცემას.

ფედერალური ხელისუფლების განცხადებით, 1-ელ დეკემბერს დაწყებული ოპერაციის შედეგად, 4 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×