რეზონანსი
12.02.2026

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ეუთოს ე.წ. "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მისი განცხადებით, ეუთოს რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე ამოქმედებული მექანიზმის ფარგლებში ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა.

„მოგეხსენებათ ეუთოს რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედდა ე.წ. "მოსკოვის მექანიზმი", შესაბამისად ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც ეწვევა საქართველოს უახლოეს პერიოდში." - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქართული მხარე უზრუნველყოფს ექსპერტისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.

„ქართული მხარის მიერ მისი ვიზიტის ფარგლებში მიწოდებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. დაველოდებით მის მიერ შედგენილ დოკუმენტს და საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს." - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×