რეზონანსი
12.02.2026

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“.

რეზოლუციას მხარი 340-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 141 წინააღმდეგი იყო. 68 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

„ხაზგასასმელია ტრანსგენდერი ქალების ქალებად სრული აღიარების მნიშვნელობა და აღსანიშნავია, რომ მათ ინკლუზიურობას აქვს დიდი მნიშვნელობა გენდერული თანასწორობისა და ძალადობასთან ბრძოლის ნებისმიერი პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის; მოვუწოდებთ აღიარონ ტრანსგენდერი ქალები და მათ თანაბარი წვდომა მიეცეს დაცვისა და მხარდაჭერის სერვისებზე“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×