რეზონანსი
12.02.2026

ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ პანელური დისკუსია კონგრესმენებისა და სენატორების გარეშე გაიმართა. საქართველოს საკითხზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი კი მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ს ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი იყო. თორნტონმა განაცხადა, რომ მიუხედავად გამკაცრებული კანონმდებლობის ამოქმედებისა, რომელმაც დონორებისგან ფულის მიღება გაართულა მაინც იპოვეს კრეატიული გზები, რომ დაფინანსება მიაწოდონ ორგანიზაციებს.

მმართველ გუნდის განცხადებით, მოვისმინეთ აღიარება იმისა, რომ ვიღაცები ცდილობენ, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით, ქვეყანაში შემოიტანონ ფული, რომელიც პოლიტიკურ აქტივობას უნდა მოხმარდეს.

„მოვისმინეთ აღიარება პირდაპირი, რომ, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით, თურმე ვიღაცები ცდილობენ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ ფული, რომელიც ხმარდება პოლიტიკურ აქტივობას. ამ განცხადებით ალბათ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები დაინტერესდებიან იქიდან გამომდინარე, რომ კანონის დარღვევა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი კანონი ირღვევა, არის დანაშაული. ამ სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი არცერთი კონგრესმენი, შესაბამისად ნათელია, რომ ინტერესიც ამ მოსმენის მიმართ, რომელიც ერთხელ თურმე ამინდის გამო გადაიდო, გვახსოვს, და იმ დღეს კონგრესში არაერთი მოსმენა გაიმართა“, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×