რეზონანსი
12.02.2026

აშშ-ის კონგრესის ე.წ. "ჰელსინკის კომისიის" გუშინდელ სხდომას ასდიოდა საბჭოური თვეობით გაურეცხავი ტუალეტის სუნი, რადგან გარემო იყო ისეთი - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მომხსენებლები თორნტონი და ვართანიანი, დიდად არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა პერიოდში გამართული პოლიტ - აგიტპროპის შეხვედრებზე საგანგებოდ მოწვეული აგიტატორებისგან თუ პოლიტმუშაკებისგან, ხალხს რომ არწმუნებდნენ როგორ ლპებოდა კაპიტალისტური სამყარო და როგორ უმოწყალოდ ჩაგრავდა ის მშრომელ პროლეტარიატს.

„აშშ-ის კონგრესის ე.წ. "ჰელსინკის კომისიის" გუშინდელ სხდომას ასდიოდა საბჭოური თვეობით გაურეცხავი ტუალეტის სუნი, რადგან გარემო იყო ისეთი. 

მომხსენებლები თორნტონი და ვართანიანი, დიდად არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა პერიოდში გამართული პოლიტ - აგიტპროპის შეხვედრებზე საგანგებოდ მოწვეული აგიტატორებისგან თუ პოლიტმუშაკებისგან, ხალხს რომ არწმუნებდნენ როგორ ლპებოდა კაპიტალისტური სამყარო და როგორ უმოწყალოდ ჩაგრავდა ის მშრომელ პროლეტარიატს (ჩვენს შემთხვევაში სამოქალაქო სექტორს). 

აი ასეთ ნეოსაბჭოურ სტილში გალიეს ის დრო რაც დაეხარჯათ საქართველოზე ფუჭ ქაქანში. ეს სხდომა ამერიკელი გადამხდელების ფულით დაფინანსდა, სხვათა შორის, იმ გადამხდელების,  საქართველოს რუქაზე რომ ვერ იპოვნიან და ჯორჯიის შტატში აერევათ. არადა, რამდენს უნდა საქართველოში რომ მართლა "ჯორჯია" გავხდეთ.“ - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×