რეზონანსი
12.02.2026

ბიზნესიც და ხელისუფლებაც უნდა ჩაერიოს ქვეყნის საქმეში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის საქმე იმ საკითხების იდენტიფიცირებას ეხება, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს და მათ გადაწყვეტაში ორივე მხარის ჩართულობა აუცილებელია.

"ბიზნესიც და ხელისუფლებაც უნდა ჩაერიოს ქვეყნის საქმეში. ბიზნესიც და ხელისუფლებაც ვერევით ქვეყნის საქმეში. ქვეყნის საქმეა, როდესაც რაღაც პრობლემის იდენტიფიცირება ხდება. ორივე პასუხისმგებლიანი, ასე ვთქვათ, ფრთა, მიმართულება და სფერო ერთად უნდა ჩაერიოს და ეს არ არის მთავრობის ბიზნესში ჩარევა ან ბიზნესის ხელისუფლებაში. ეს ყველაზე კარგად იცის თითოეულმა იმ ბიზნესმენმა, რომელიც დღეს მოღვაწეობს ჩვენს ქვეყანაში - ქართველმა თუ ყველა იმ დიდმა ბიზნესმენმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს ძალიან დიდი ინვესტიციები“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი განცხადებით, ბიზნესისა და ხელისუფლების თანამშრომლობა არ გულისხმობს ერთმანეთის საქმიანობაში ჩარევას და მიზნად ისახავს ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულ ერთობლივ მოქმედებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×