რეზონანსი
12.02.2026

მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, ვინაიდან პესტიციდების ფასი და ხელმისაწვდომობა პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის წარმოების თვითღირებულებაზე, ფერმერთა კონკურენტუნარიანობასა და სასურსათო პროდუქტების ფასებზე.

„ჩვენი შეფასებით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა. ორივე მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერებთან, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე უახლოეს მომავალში შექმნის სამართლიან სისტემას, ესაა ჩვენი მიზანი და ამოცანა, რომელიც პესტიციდებზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებს უზრუნველყოფს. მადლობა მინდა, გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უკვე გაწეული სამუშაოსთვის. ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი გამოწვევაა და დარწმუნებული გვაქვს, რომ გვექნება ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით,“- განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×