
სარკასტულ-ცინიკურად ვუყურებ უმსგავსო ევროკრატების ე.წ. სანქციებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, საკუთარი ანალიტიკოსები უწერენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში ინვესტიციებში ევროკავშირს აშშ უსწრებს და დუნდუკი კაია კალასები და მარტა კოსები საქართველოს ვითომ დამორჩილებას რაღაც სანქციებით ცდილობენ.
„ევროკავშირის აქაურ წარმომადგენლობაში 12 წელი ვიმუშავე, გამოცდილება შთამბეჭდავი მაქვს, ვიხსენებ ერთ-ერთ შეფს ნორდიკული ქვეყნიდან, რომელიც ახლო კოლეგებთან ძალიან გულახდილი იყო. ერთხელაც პასუხი გამცა შეკითხვაზე - როგორია სტანდარტული ევროჩინოსანი? დილით სამსახურში პუნქტუალურად მოსვლა, ნახევარ საათში ბლა ბლა ხანმოკლე თათბირის ჩატარება, შემდეგ აბსოლუტურად გაუგებარი დოკუმენტიდან რამდენიმე ფურცლის აღება, შეტრიალებულად, სხვამ რომ არ დაინახოს და კოლეგების მოკითხვა დერეფნებში სიარულითა და ღია ოთახებში (თუ შეხვედრა არ გაქვს კაბინეტის კარი არ იხურება) შეხედვით. რაც მთავარია, ლანჩამდე და მუდმივად საათს უნდა დახედო, ხომ არ ვპარავ ვინმეს დროს ანდა მე ხომ არ ვიკლებ ნანატრ საათს. ლანჩის შემდეგ კი, ღია კაბინეტში ჯდომა, რაღაც გადაუდებელი საქმეების განხილვა და ისევ საათის კონტროლი - სამუშაო დრომდე რამდენი დარჩა?..
ასე სარკასტულ-ცინიკურად ვუყურებ უმსგავსო ევროკრატების ე.წ. სანქციებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე; გადაწყვეტილება ლანჩამდე მიიღეს თუ სამუშაო სააათების დასრულებამდე? ევროიდიოტებს გეგმაში აქვთ ყულევის პორტის ე.წ. დასანქცირება, არ მგონია ამ დონეზე დაეცნენ.
საკუთარი ანალიტიკოსები უწერენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში ინვესტიციებში ევროკავშირს აშშ უსწრებს და დუნდუკი კაია კალასები და მარტა კოსები ჩვენს ვითომ დამორჩილებას რაღაც სანქციებით ცდილობენ; გაიღვიძეთ დე ფაქტო ხელმძღვანელებო, დეპოში არ გაიჭედოთ!“ - წერს აბაშიძე.