
რუსეთმა ქვეყანაში Meta Platforms-ის საკუთრებაში არსებული WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა, ამის შესახებ კომპანია აცხადებს. ამით მოსკოვი ამკაცრებს კონტროლს უცხოურ ტექნოლოგიურ ფირმებზე და ხელს უწყობს საკუთარი "ეროვნული" საკომუნიკაციო აპლიკაციის გავრცელებას.
WhatsApp-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა, მომხმარებლები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათვალთვალო აპლიკაციის გამოყენებისკენ წაექეზებინა.
რუსეთის ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ აპლიკაციას, სახელწოდებით MAX-ს, რომელიც WhatsApp-ის კონკურენტია და კრიტიკოსების თქმით, შესაძლოა მომხმარებლების თვალთვალის საშუალებას იძლეოდეს, თუმცა სახელმწიფო მედია ამ ბრალდებებს უარყოფს.
კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის თქმით, მეტა იმ შემთხვევაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუ რუსულ კანონმდებლობას დაემორჩილება და ხელისუფლებასთან შევა დიალოგში.