რეზონანსი
12.02.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება სურს.

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

„არანაირი საბოლოო შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპის ცნობით, ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა საუკეთესო ვარიანტი იქნება.

„თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება ამას. იმედია, ირანი გონივრულად მოიქცევა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×