რეზონანსი
12.02.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შსს-ს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე გეკა გელაძემ თანამშრომლებს დეპარტამენტის დირექტორის ახლად დანიშნული მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა. თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ალადაშვილმა შეცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×