რეზონანსი
11.02.2026

პოლონეთი ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ არ შეუერთდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„დროა, ნათლად და ცალსახად განვაცხადოთ, რომ არსებულ ვითარებაში პოლონეთი არ შეუერთდება „მშვიდობის საბჭოს“, თუმცა ჩვენ გავაანალიზებთ სიტუაციას. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ჩვენთვის პრიორიტეტია და ასე დარჩება. გარემოებები თუ შეიცვლება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ არცერთ სცენარს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ტუსკის თქმით, მიიღო ინფორმაცია „მშვიდობის საბჭოს“ პირველი შეხვედრისთვის მზადების შესახებ, რომელიც 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება.

როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ოფიციალურმა პირებმა მიწვევა მიიღეს და თუ კაროლ ნავროცკი მონაწილეობას გადაწყვეტს, მთავრობის ინსტრუქციები უნდა შეასრულოს.

„პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ 19 თებერვალს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ შეხვედრას მოწმის სტატუსით დაესწროს, ის, რა თქმა უნდა, მთავრობისგან მიიღებს სრულ ინსტრუქციას შემდგომი ქმედებების შესახებ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოიწვევს, რათა განიხილოს ქვეყნის „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობა. მანამდე ნავროცკიმ მთავრობას მოუწოდა, დაეწყოთ მზადება ქვეყნის „მშვიდობის საბჭოს“ წევრობისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×