რეზონანსი
11.02.2026

თუ პროტესტს  გაზრდა არ სჭირდება, ყველაზე მეტი თუ ჩვენ ვართ, არაფერი გასაკეთებელი თუ არ არის, წინა არჩევნებზე თუ იდეალურად მოვიქეცით, ყველაფერს თუ კარგად ვაკეთებთ და მაინც თუ გვიგებენ ესე იგი რაღაცაში მართლები არ ვართ, - ამის შესახებ  ოპოზიციონერმა, ბორის ჩელე ყურუამ,  გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სტუმრობისას განაცხადა. 

ყურუას განცხადებით, დაახლოებით 400 დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტი ცხადყოფს იმას, რომ პროტესტში ჩართული ხალხი საკმარისი არ არის. ის მიმართავს საზოგადოების ოპოზიციურ ნაწილს, თუ ისინი არ ისაუბრებენ ხელისუფლებასთან, თუ არ შევლენ პარლამენტში, მაშინ რას აკეთებენ. 

„გასაგებია ბრაზი, გასაგებია წყენა და  არავისზე ნაკლები არ მაქვს „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ რაციონალურად ხომ უნდა წარმოვიდგინოთ რა სვლის გაკეთება შეგვიძლია. ძალით ვერ ვერევით ჯერ, რაღაც ძალა ხომ უნდა მოვიკრიბოთ, ვინმეს თუ ძალა ჰგონია, მორევაზე, ხელის გადაწევაზე, მინიმუმ იმაში ხომ უნდა წამოგვყვეს რომ  ძალა უნდა მოვიკრიბოთ. აქ  ჩართული ადამიანების რაოდენობა გვყოფნის?! - არ გვყოფნის. ოთხას რაღაც დღე რომ პროტესტი მიმდინარეობს ერთი მხრივ კარგია, რამდენს გაუძლეს ამ ადამიანებმა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ საკმარისები არ ვართ. საკმარისი რომ ვიყოთ 400 დღე არ დაჭირდებოდა, საკმარისი ადამიანები ერთ კვირაში, ორში, ალბათ ყველაფერს დაასრულებენ. ამ შემთხვევაში, არსად თუ არ მივდივართ, თუ არ ველაპარაკებით, პარლამენტში არ შევდივართ, გვეძახიან სალაპარაკოდ იქაც არ მივდივართ, მორევით ვერ ვერევით, მაშინ რას ვაკეთებთ?! აი როცა პოლიტიკოსი მოდის და ამბობს, რომ რაღაც საქმეს ვაკეთებ, ნებისმიერ შემთხვევაში როგორც ხსნიან იცით საქმეს, მივდივართ ევროპაში და ველაპარაკებით რას, მაგაზეც უკვე საქმე აღძრეს ევროპაში რომ მიდიხართ  ვიღაცებს ნუ ელაპარაკებით,“- განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×