რეზონანსი
11.02.2026

„მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან“- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე. 

„რძის პროდუქტები არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქცია ჩვენი შვილებისთვის და საოჯახო მეურნეობები ალბათ ყველაზე მეტს ამ კუთხით ხარჯავენ. წუხილი და შეშფოთება არის რძის პროდუქტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით. მესმის, რომ ეს  თქვენი კეთილი ნებაა, ისაუბრებთ თუ არა რაიმე „ქეშბექების“ პროცენტებზე თუ იმ გადასახადებზე, რომელიც აძვირებს თქვენს პროდუქციას, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან. ამიტომ, თხოვნა მაქვს, რომ თქვენი თანამშრომლობა ამ კომისიასთან საბოლოო მიზანს ემსახურებოდეს, რომ ეს პროდუქცია შეძლებისდაგვარად გაიაფდეს ისე, რომ გაცილებით მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×